mobile

ინტერნეტი VS ინსულტი

სოციალური გვერდებიც ასევე აქტიურად არიან ჩართული ინსულტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაში. ჩემი მეგობრები აქტიურად აზიარებენ  პოსტს, სადაც ინსულტის განვითარების შემდეგი შემთხვევა არის აღწერილი.

პიკნიკის დროს წაიქცა ერთი ქალბატონი. მას შესთავაზეს სასწრაფო დახმარების გამოძახება, მაგრამ მან უარი თქვა და ყველა დაარწმუნა, რომ, უბრალოდ, ქვას ფეხი გაჰკრა ახალი ფეხსაცმელების გამო. ქალი ფერმქრთალი ჩანდა და კანკალებდა, მას დაეხმარეს ტანსაცმლის გაწმენდაში და საჭმელიც მიაწოდეს. დარჩენილი დღის ნაწილი ქალბატონმდა, როგორც ჩანდა დაუძაბველად გაატარა.
მოგვიანებით იმ ქალის მეუღლემ ყველას შეატყობინა, რომ მისი ცოლი საავადმყოფოში წაიყვანეს. 23:00 საათზე ის გარდაიცვალა. პიკნიკზე ქალბატონს ინსულტი მოუვიდა!
მის მეგობრებს ინსულტის ნიშნების ამოცნობა რომ შეეძლოთ, ქალბატონი ახლა ცოცხალი იქნებოდა.

ცნობილია ინსულტის გამოცნობის 4 საშუალება:
– სთხოვე ადამიანს გაიღიმოს (ის ვერ შესძლებს ამას)
– სთხოვე მარტივი წინადადება თქვას. მაგალითად “დღეს კარგი ამინდია” (გამართულად ვერ იტყვის)
– სთხოვე ორივე ხელი ერთდროულად აწიოს (ვერ შესძლებს ან მხოლოდ ნაწილობრივად აწევს)
– სთხოვე ენა გამოიტანოს (თუ კი ენა მოგრეხილია ან ამობრუნებული – ესეც ნიშნებია)
ამ 4 დავალებიდან თუნდაც ერთში თუ შეიქმნა პრობლემა – სასწრაფოდ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
ერთმა კარდიოლოგმა თქვა, რომ თუ კი ამ ინფორმაციას წაიკითხავს 10 ადამიანი მაინც, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ვიღაცის სიცოცხლე – და შეიძლება ჩვენიც – გადარჩენილი იქნებაო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s