stroke

ინსულტი – PowerPoint

ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა, რომელიც კეროვანი, ან დიფუზური ნევროლოგიური სიმპტომატიკის უეცარი განვითარებით ხასიათდება.

  • იშემიური ინსულტი – თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების თრომბით დახშობის შედეგად განვითარებური სისხლნაკლებობა; მოიცავს ინსულტის ყველა შემთხვევის  70-80%-ს;
  • ჰემორაგიული ინსულტი – თავის ტვინის სისხლძარღვის კედლის დაზიანების გამო გნვითარებული სისხლჩაქცევა.

ინსულტის პირველი ნიშნები ჩ.წ.-მდე 460 წ. ჰიპოკრატემ აღწერა. მისი აზრით, ის სხვა არაფერია, თუ არა სისხლის სიმცირით გამოწვეული სხეულის ნაწილების უეცარი დამბლა. ინსულტი ბერძნული სიტყვაა და “დარტყმას” ნიშნავს.

განვითარებულ ქვეყნებში, სიკვდილის ყველაზე ხშირ მიზეზთა შორის ინსულტს მესამე ადგილი უჭირავს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების შემდეგ. არცთუ დიდი ხნის წინ ინსულტი ხანდაზმულთა დააადებად იყო მიჩნეული, მაგრამ ამჟამად სიტუაცია შეიცვალა. ექიმების თქმით, ინსულტის დარტყმის ქვეშ სულ უფრო ხშირად 20-30 წლის ადამიანები ხვდებიან. ძირითადად, 65-დან 74 წლამდე ინსულტი 6-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე 45-დან 54 წლამდე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 45-54 წლის მამაკაცებში ინსულტი ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ქალებს შორის, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად განსხვავება მცირდება, ხოლო 65 წლიდან საერთოდ აღარ არსებობს. მსოფლიოშო ყოველწლიურად ინსულტით ექვს მილიონამდე ადამიანი ავადდება.

5 thoughts on “ინსულტი – PowerPoint

    1. საერთოდ იშემიური ინსულტი ჰემორაგიულზე უფრო ვერაგია. თავდაპირველად იშემიური ინსულტის ნიშნები მკვეთრად არ არის გამოხატული და ნევროლოგიური დეფიციტი ძილის შემდეგ, თანდათანობით, წუთებისა და საათების განმავლობაში ვლინდება. ჰემორაგიული ინსულტის დროს კი ნიშნები უფრო მკვეთრად არის გამოხატული. თუ პათოლოგიური პროცესი ლოკალიზებულია მარჯვენა კიდურების მხარეს ირღვევა მეტყველება – აფაზია, თუ მარცხნივ – შეინიშნება ფსიქიკური აშლილობა. ცნობილია ინსულტის გამოცნობის 4 საშუალება, ერთ-ერთი სწორედ შენს დასმულ კითხვას შეესაბამება🙂 ინსულტზე ეჭვის დროს სთხოვე ადამიანს გაიღიმოს – ის ვერ შესძლებს ამას😦

      1. ეხლა ჩემ ნაცნობებს დავუვლი და ვთხოვ რომ გაიღიმონ🙂 იმედია ყველა შეძლებს ამას🙂

      2. 2 ოქტომბერს არის ღიმილის მსოფლიო დღე, აი თურმე რატომ აღინიშნება – ინსულტის დიაგნოსტიკის მიზნით😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s