Medical exam

ჰემორაგიული ინსულტი

ჰემორაგიული ინსულტი,  ანუ თავის ტვინში სისხლჩაქცევა ძირითადად 45-60 წლის ასაკშია გავრცელებული. რისკ-ფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა, ჰემორაგიული დაავადებები, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, ტვინისა და ტვინის გარსების ინფექციური დაავადებები.  ჰემორაგიული ინსულტი ვითარდება უეცრად, ემოციური და ფიზიკური გადაძაბვის ფონზე.

მაღალი არტერიული წნევის შედეგად ტვინის მკვებავ სისხლძარღვებში სტრუქტურული ცვლილებები ვითარდება, რაც მათი ელასტიურობის დაკარგვას იწვევს. მორიგი მაღალი არტერიული წნევის ფონზე ირღვევა შეცვლილი სისხლძარღვის კედელი და სისხლი ჩაიქცევა ან ტვინის ნივთიერებაში (ინტრაცერებრული პარენქიმული სისხლჩაქცევა), ან ტვინის გარსების ქვეშ (სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა) და განაპირობებს შესაბამისი უბნის დაზიანებას. ჰემორაგიული ინსულტი გაცილებით იშვიათად გხვდება, დაახლოებოთ შემთხვევათა 20%-ში.

ჰემორაგიული ინსულტის დროს ნიშნები უფრო მკვეთრად არის გამოხატული – არტერიული წნევის კრიზის ფონზე ძლიერდება თავის ტკივილი, რომელიც თავიდან აღინიშნება თავის ერთ ნახევარზე და შემდგომ ავადმყოფი კარგავს გონებას, სახე ხდება მონაცრისფრო ან მოწითალო, სუნთქვა ხმაურიანი, ხშირია ღებინება, პათოლოგიური პროცესი ვითარდება ერთ მხარეს. თვალის გუგა გაფართოებულია სისხლჩაქცევის მხარეს, ვითარდება ცალ მხარეს პირის კუთხის დაშვება;  როდესაც ავადმყოფი გონზე მოდის მას აღენიშნება კიდურების დამბლა ან პარეზი. ეს თუ მარჯვენა კიდურების მხარეა ირღვევა მეტყველება – აფაზია, თუ მარცხენა – შეინიშნება ფსიქიკური აშლილობა. ინსულტზე ეჭვის დროს დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s