aspjpeg

თირკმლის გადანერგვა – Power Point

თირკმლის პირველი გადანერგვა 1902 წელს ჩატარდა – ურემიით დაავადებულს ღორის თირკმელი გადაუნერგეს, 1933 წელს კი პირველად იქნა  გადანერგილი გარდაცვლილი ადამიანის თირკმელი, მაგრამ ორივე პაციენტი მოკვდა. გარდაცვლილის თირკმლის წარმატებით გადანერგვა მხოლოდ 1954 წელს მოხერხდა. ამ თირკმელმა რამდენიმე წელი იმუშავა. ამ წარმატებული ოპერაციისთვის ოზეფ მიურეიმ 1990 წელს ნობელის პრემია მიიღო. სწორედ მიურეის ნაშრომები დაედო საფუძვლად თანამედროვე ტრანსპლანტოლოგიას.

საქართველოში პირველად გვამური  თირკმელი გადაინერგა 1977 წელს,რუს კოლეგებთან ერთად პროფესორ ლ. მანაგაძის უშუალო მონაწილეობით. მას შემდეგ საქართველოში გადასანერგად გარდაცვლილი დონორის ორგანო არ გამოუყენებიათ, ამის მიზეზი გვამური დონაციის არარსებობაა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 1995 წელს, უროლოგიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ორგანოთა გადანერგვა განახლდა. ამჟამად ტრანსპლანტაციას უროლოგიის ცენტრი და ქირურგიის ეროვნული ცენტრი აწარმოებენ.
საქართველოში 1997 წელს დაარსდა ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია, რომლის მიზანიც მედიცინის ამ დარგის განვითარების ხელშეწყობაა.

ოპერაციის ტექნიკა წლების განმავლობაში იხვეწებოდა. შესაბამისად, მცირდებოდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. თუ 1995-1999 წლებში საქართველოში ლეტალურად დასრულებული ოპერაციების წილად 27% მოდიოდა, 2000-2007 წლებში მათი პროცენტული ოდენობა 5-მდე შემცირდა. რაც შეეხება გადანერგილი ორგანოს სიცოცხლისუნარიანობას, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, გადანერგილი თირკმლის ფუნქციონირების მაქსიმალური ხანგრძლივობა 20-30 წელია.

2 thoughts on “თირკმლის გადანერგვა – Power Point

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s