no_smoking_sign_psd_b

სიგარეტი, ანუ ჩუმი მკვლელი! Power Point

” მოწევა კლავს! “;  „ მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფთ! “  –  ეს ყველაფერი ათასჯერ გსმენია, ასეთი ფრაზები შეიძლება გაღიზიანებს კიდეც. მაგრამ, ნამდვილად იცი თუ, არა რას წარმოადგენს სიგარეტი? თუ როგორ ზიანს აყენებს მწეველი საკუთარ თავს და გარშემომყოფთ.

იმედია Slide მოგეწონებათ  და დაფიქრდებით ღირს თუ არა ამდენ მსხვერპლად ერთი ღერი სიგარეტი. იქნებ ჯობია გამოვიჩინოთ მტკიცე ნებისყოფა და ვუთხრათ არა სიგარეტს ))

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ:

13 thoughts on “სიგარეტი, ანუ ჩუმი მკვლელი! Power Point

  1. ძალიან მაგარია… : )) აღვშფოთდი ისე მომეწონა… თუ ასე გააგრძელე… ჩემი არჩეული პროფესიის გადამკიდე ეჭვი მაქვს ხშირ-ხშირად გესტუმრები… : ))

  2. ყოჩაღ,ძალიან კარგი პოსტია,ადამიანი რომელიც ამას წაიკითხავს და მოწევას თავს არ დაანებებს ჩემი აზრით სულელია. მე მგონია სიგარეტს დაკომპლეკსებული ადამიანები ეწევიან,რომელთაც ამით სურთ დაამტკიცონ რომ რაღაცას წარმოადგენენ..

    1. ძალიან დიდი მადლობა მარ :* ჩემი აზრითაც ნეისყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს )) მთავარია გააცნობიეროს ადამიანმა, რომ მოწევით საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს და გარშემომყოთ ))

  3. სიგარეტი …. ცოტა რთული თემაა.. ძნელია გაიგო თითოეული რატომ ეწევა. მეც ვიყავი მწეველი 3 წელი … აი მე მაგალითად ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი თითოეული ღერის მოწევისას, თან სტრესულ სიტუვაციებშიც მეხმარებოდა… ეს რაც დადებითი მხარე ქონდა … დანარჩენი რაც შემიძლია ვთქვა ყველაფერი უარყოფითი. სანამ დავიწყებდი მოწევას შესანიშნავი ჯანმრთელობა მქონდა. დროთა განმავლობაში უკან დავიწყე სვლა. ფიზიკურად იმის ნახევარიც არ შემეძლო 2 წლისთავზე რაც 2 წლის წინ. გონებრივად დავიწყე უკან სვლა. ჩემი ტვინი გაცილებით შენელდა ასე ვთქვათ.. ძნელად ვიმახსოვრებდი მოვლენებს და საჭირო ინფორმაციას… მოკლედ საერთოდ მანადგურებდა.. ბევრი ხვდება ამას მაგრამ მაინც აგრძელებს მოწევას. დიდი ხანი არაა რაც შევეშვი, ასე ვთქვათ დანებების მთელი სირთულეები წინ მაქვს მაგრამ მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი რომ სიგარეტი ჩემი პირველი მტერია… კი კარგია ის მომენტი როცა ნაწილობრივ ბრუვდები და ნერვებს იმშვდებ მაგრამ ცოტა შორს გახედვაა საჭირო… არ უნდა მოაკვლევინო სიგარეტს თავი და უნდა ეცადო დიდხანს იცხოვრო, უნდა ეცადო გული ადრე არ დაწყვიტო იმ ადამიანებს რომლებსაც უყვარხარ. ბევრი ახლობელი გარდამეცვალა სიგარეტის მიზეზით და არ მინდა ჩემი ნაადრევი სიკვდილის მიზეზიც სიგარეტი იყოს რადგან შეიძლება ამისთვის თავის არიდება… ძალიან გამიგრძელდა… თუ ამას კითხულობ და თუ მწეველი ხარ გადააგდე და დატკბი ცხოვრებით, არ შეაჭმევინო თავი სიგარეტს, შენი ჯანმრთელობის ხარჯზე სხვა მდიდრდება… თავის დანებება გვიან არასოდესაა, მაგრამ რაც მალე მით უკეთესი… ნიკოტინი ბოლომდე არ გამოდის ორგანიზმიდან და რაც უფრო მეტს მიაწოდებ უფრო მეტი შხამის მატარებელი ხარ…

    1. ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულახდილი და ჯანსაღი კომენტარისთვის ^^ იმედია, მწეველები მართლაც გაითვალისწინებენ შენს რჩევებს ^^ გილოცავ, რომ მოწევას თავი დაანებე, ეს შენი დიდი ნებისყოფის და რისკ-ფაქტორების ობიექტურად შეფასების შედეგია ^^ იმედია ბევრი მოგბაძავს და შემოგიერთდება🙂 წარმატებები ^^

  4. დაა ამ პოსტისთვის მადლობა… ერთი ადამიანი თუ მაინც გადაწყვეტს დანებებას და ამას გააკეთებს, ეს იმას ნიშნავს რომ ტყუილად არ გიწვალია …

    1. დიდი მადლობააა ^^ ჩემი პოსტის მიზანი მართლაც არის საზოგადოების ინფორმირება იმ საფრთხის შესახებ, რომელიც ჩვენვე შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან და ძალიან გამიხარდება თუ ვინმეს დააფიქრებს საკუთარ ჯანმრთელობაზე და შენსავით სწორ არჩევანს გააკეთებს ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s