3d tablets on white background

ანტიბიოტიკო რეზისტენტობა – Power Point

ანტიბიოტიკების მოქმედების ძირითადი თერაპიული ეფექტი ემყარება დაავადების გამომწვევის ცხოველქმედების დათრგუნვას, რაც ანტიბიოტიკის მიკრობის სამიზნესთან დაკავშირებით და მისი შებოჭვით ხდება. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შემთხვევები პირველად 1950-1954 წლებში გამოვლინდა. მთელ მსოფლიოში, უმთავრესად კი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის საავადმყოფოებსა და სამშობიარო სახლებში, აღმოაჩინეს ოქროსფერი სტაფილოკოკის ვარიაცია, რომელზეც არ მოქმედებდა იმხანად ცნობილი არც ერთი ანტიბიოტიკი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ანტიბიოტიკებისადმი მიკრობების შეჩვევის პირველი მიზეზი ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში ცხოველთა საკვებში ანტიბიოტიკების დამატება იყო. თურმე ფერმერები ცხოველებს ინფექციებისგან დასაცავად ანტიბიოტიკების შემცველ საკვებს აძლევდნენ. ისინი მიკრობების 90 პროცენტს ანადგურებდა, დანარჩენი ათი კი მათდამი გამძლეობას იძენდა. ნაწილი ხორცთან ერთად ვრცელდებოდა, ნაწილი ცხოველთა ფეკალიებსა და გამონაყოფებთან ერთად ხვდებოდა ნიადაგსა და წყალში, ნაწილი კი ხილსა და ბოსტნეულშიც აღწევდა. ამის შემდეგ დაიწყო მსოფლიო სამომხმარებლო ქსელში გასული ხორცპროდუქტების შემოწმება, რომელმაც გამაოგნებელი შედეგი აჩვენა: 2001 წელს მეგა და სუპერმარკეტებში გასაყიდი ხორცპროდუქტების 20 პროცენტი დაბინძურებული აღმოჩნდა სალმონელებით, რომელთა 84% ერთი ტიპის ანტიბიოტიკების მიმართ ამჟღავნებდა რეზისტენტობას, 53 პროცენტი – სამისა და მეტის, 27 პროცენტი კი 6 ტიპის მიმართ.

არჩევენ პირველად, ანუ ჭეშმარიტ ბუნებრივ რეზისტენტობას და მეორეულ, ანუ შეძენილ ფორმას. პირველადი რეზისტენტობის შემთხვევაში მიკროორგანიზმს საერთოდ არ გააჩნია ანტიბიოტიკის სამიზნე ანუ სტრუქტურა, რომლითაც იგი ანტიბიოტიკისთვის მისაწვდომი იქნება. მეორეული რეზისტენტობა გულისხმობს გამძლეობას, რომელსაც ამჟღავნებს მიკროორგანიზმის ზოგიერთი შტამი. შეძენილი რეზისტენტობა ვითარდება მაშინაც, როცა მიკრობთა მცირე ნაწილი ანტიბიოტიკების განსაზღვრული დოზით ზემოქმედების შემდეგ ცოცხალი რჩება. მეორეული, შეძენილი ფორმა ყოველთვის ემყარება მიკროორგანიზმის გენეტიკურ ცვლილებას და მისი გენების მუტაციას, რის შედეგადაც იგი ახალი გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი ხდება.

იმედია Slide მოგეწონებათ ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s