childhood_asthma

ბრონქული ასთმა – Power Point

გლობალურად ასთმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიოში დაახლოებით 300 მილიონი ადამიანია დაავადებული ასთმით. ბავშვებში ეს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ბრონქული ასთმის სიხშირე მაღალია დაბალგანვითარებულ ქვეყნებში, სამრეწველო რეგიონებსა და ცივი კლიმატის მქონე ქვეყნებში. 2010 წელს საქართველოში რეგისტრირებულია ასთმის და ასთმური სტატუსის 16078 შემთხვევა.

ბრონქული ასთმა (ბერძნულიდან – “მძიმე სუნთქვა”) არის სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებით განპირობებული და ზემგრძნობელობით გამოწვეული ბრონქების ლორწოვანის შეშუპება, ჰიპერსეკრეცია და შექცევადი ბრონქოსპაზმი.

Slide-ში თქვენ გაეცნობით: ალერგიული და არაალერგიული ბრონქული ასთმის ეტიოლოგიას, პათოგენეზს, კლინიკურ სტადიებს, დამახასიათებელ ჩივილებს, მიიღებთ ინფორმაციას პირველად დახმარებაზე ასთმური შეტევის დროს, რჩევებს ასთმის კონტროლისათვის და ბევრს საინტერესო ინფორმაციას ))

გახსოვდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ასთმა )) ბრონქული ასთმის მიმდინარეობა  ბევრადაა დამოკიდებული თვითონ ავადმყოფზე, მის ნებისყოფასა და გონიერებაზე )) იყავით ინფორმირებული, სწორად გამოიყენეთ ინფორმაცია, თავადაც მიიღეთ მონაწილეობა თქვენი ჯანმრთელობის, ბიუჯეტისა და მომავლის დაცვაში !

13 thoughts on “ბრონქული ასთმა – Power Point

  1. ძაან მომეწონა , საკმოად ლაკონური და ამავე დროს ინფორმატიულია🙂 ჩემი სტატია ნახე ? ღვინოზე🙂

    1. მადლობაა😀 სლაიდს მალე დაემატება ინფორმაცია )) ახლავე ვნახავ შენს პოსტს )) საქეიფო განწობა შევიქმენი უკვე😀

      1. პოსტში მკაცრადაა მითითებული რეკომენდებული ნორმა : 1-2 ჭიქა :p

  2. სადღაც წავიკითხე რომ მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, ასთმით დაავადებულს შეტევისას მისცეს ეს შესასხურებელი რაღაცა,ოღონდ წამლის მაგივრად სხვა რაღაცა ესხა და როცა დაავადებულმა ეს რაგაცა პირში შეისხა უცებ დაწყნარდაა.
    რამდენი ასთმით დაავადებული ყოფილა,მართალი ხარ, როგორც ყოველთვის მკურნალობა ადრეული პერიოდიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა,სანამ გაურთულება მოხდება.

    1. საინტერესოა რას უშხაპუნებდნენ🙂 შეიძლება საერთოდ პლაცებოს ეფექტს ქონდა ადგილი. პლაცებო ხომ არის სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი, რომლის საშუალებითაც ექიმი არწმუნებს ავადმყოფს, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ ის გამოჯანმრთელდება, მაგრამ უმალავს პლაცებოს ინერტულობის ფაქტს. ეს ქმედება საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების შესახებ, მაგრამ ასთმის დროს რამდენად ეფექტურია მისი გამოყენება ვერ გეტყვი🙂 მადლობა მარ საინტერესო კომენტარისთვის :*

  3. კარგი ბლოგი გაქვს ძალიან საჭირო , საინტერესო და ინფორმაციული . მოკლედ I LOVE IT

    1. ძალიან დიდი მადლობააა ♥ მეც მიყვარს შენი ბლოგი, ძალიან ” შენებურია ” და საინტერესო საკითხავი🙂 წარმატებებიიი🙂

  4. ძალიან მომეწონა ბლოგი,ჩემი აზრით ნებისმიერი მოტივირებული ადამიანი აღმოაჩენს ბევრ საინტერესო,საჭირო და რაც მთავარია მარტივად გასაგებ ინფორმაციას მედიცინის კუთხით…ჩემთვისაც კი თითქოსდა უკვე ნაცნობ საკითხზე რაღაც საინტერესო სიახლეებიც კი აღმოვაჩინე;) წარმატებებიი;)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s