Antibodies-attacking-a-virus1

ბრონქული ასთმის პათოგენეზი :))

  • ბრონქული ასთმა წარმოადგენს დაუყოვნებელი 1-ტიპის ჰიპერმგრძნობელობის კლინიკურ გამოვლინებას. დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობა ვითარდება ალერგენის ზემოქმედებიდან რამდენიმე წუთში, ან საათში. 1-ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაში მონაწილეობენ Ig E და IgG4.
  • ასთმა ბრონქული ხის ანთებისა და მისი გლუვი კუნთების სპაზმის შედეგია. ამასთან ერთად ბრონქებში წარმოიქმნება დიდი ოდენობით სეკრეტი, რომელიც სასუნთქ გზებს ახშობს. ბრონქებში ლორწოს დაგროვების გამო იმატებს ფიალისებური უჯრედების რაოდენობა, მკვრივდება ბაზალური მემბრანა ანუ ხდება ბრონქის კედლის ჰიპერტროფია.
  • პათოგენეზი: მიჩნეულია, რომ  ალერგიული ბრონქული ასთმის განვითარება იწყება ანტიგენური სენსიბილიზაციით. ალერგენის პირველადი შეჭრისას ორგანიზმში ანტიგენმაპრეზენტირებელი უჯრედი (მონოციტები, ქსოვილური მაკროფაგები) ხვდება ანტიგენს და მის ენდოციტირებას ახდნს. შემდეგ იწყება პროცესინგი, რომელიც გულისხმობს ანტიგენმაპრეზენტირებელი უჯრედის შიგნით ანტიგენის მაკრომოლეკულის ფერმენტულ კატალიზს. პროცესინგის შედეგად გამონთავისუფლდება ანტიგენური დეტერმინანტი (იმუნოლოიურად აქტიური პეპტიდი), რომელიც იტვირთება საკუთარი HLA I, ან HLA II-ე ტიპის მოლეკულის აქტიურ ცენტრზე, შემდეგ გამოდის უჯრედის ზედაპირზე T უჯრედებზე წარდგენის მიზნით.
  • T ლიმფოციტების მიერ გამომუშავებული ციტოკინები ააქტიურებენ B ლიმფოციტებს; B ლიმფოციტების ნაწილი გარდაიქმნება პლაზმურ უჯრედებად (ანტისხეულმაპროდუცირებელი უჯრედები), ნაწილი კი მეხსიერების უჯრედებად (ხანგრძლივად ცირკულირებენ სისხლში). პლაზმოციტების მიერ სინთეზირებული IgE Fc-ფრაგმენტით უკავშირდება Fc-რეცეპტორებს, რომლებიც განლაგებულნი არიან სამიზნე უჯრედების ზედაპირზე (ბაზოფილები, პოხიერი უჯრედები).
  • ალერგენის მეორადი კონტაქტისას სენსიბილიზებულ უჯრედებზე ფიქსირებულ Ig E-სთან წარმოიქმნება ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსი, რაც იწვევს უჯრედების დეგრანულაციას. გრანულებიდან ქსოვილებში გადმოისროლება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ქემოტაქსისური ფაქტორები იწყებენ ნეიტროფილების, ეოზინოფილებისა და მაკროფაგების მიზიდვას. პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლდება ისეთი მედიატორები, როგორიცაა ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინები; ასევე ციტოკინები – ცილოვანი ნივთიერებები, რომლებიც უჯრედშორისი ურთიერთქმედების მედიატორებს წარმოადგენენ.
  • ამ ნივთიერებების გამოთავისუფლებას მოსდევს ადგილობრივად ქსოვილებში ანთებითი ცვლილებების განვითარება. სწორედ ისინი იწვევენ ქრონიკული ალერგიული დაავადებებისათვის დამახასიათებელი შეშუპების, ლორწოს ჰიპერსეკრეციისა და სხვადასხვა გამაღიზიანებელზე ზემგრძნობელობის განვითარებას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s