საშვილოსნოს ყელის კიბო – Power Point

Hey )) მოგესალმებით ჩემო მეგობრებო )) დღეს აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში ჩატარებულ სტუდენტთა II რესპუბლიკურ სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენციაში ავიღე პირველი ადგილი )) ძააალიან გამიხარდა და მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს სიხარული ♥ იმედია Slide მოგეწონებათ და თქვენ შთაბეჭდილებებს გამიზიარებთ ))

მსოფლიოში ქალის რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის, მეორე ადგილს საშვილოსნოს ყელის კიბო იკავებს. ორგანიზებული სკრინინგ პროგრამების მეშვეობით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების დაახლოებით 80%-ის თავიდან აცილება. ამის გარდა ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძალზედ ეფექტურია, ის ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს მოზრდილ ასაკში ჩატარების დროსაც.

თუ ამ დაავადების თითქმის ყველა შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია, რატომ უვითარდება ის ყოველწლიურად 500,000 ქალს მსოფლიოში, საიდანაც 270,000-ზე მეტი შემთხვევა ლეტალურად მთავრდება. არსებობს ამის ორი ძირითადი მიზეზი:

  1. ბევრ ქვეყანაში კვლავ არ არის ეფექტური საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და ვაქცინაციის პროგრამა, შესაბამისად ასეთ ქვეყნებში მოსახლეობას არ მიუწვდება ხელი ზემოაღნიშნულ სერვისებზე;
  2. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ეს პროგრამები არსებობს, ქალებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათი მნიშვნელობის შესახებ და ისინი არ სარგებლობენ ამ პროგრამებით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს 217 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ინციდენტობის მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში 24,8%-ით შემცირდა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრობლემის გადაჭრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთი პროგრამების განხორციელებას მოითხოვს, რომელთა ეფექტურობის შესახებ ცნობილია და ყველა ევროპული ქვეყნის პრიორიტეტი სწორედ ამ პროგრამების დანერგვა უნდა იყოს. დიაგნოსტიკური სკრინინგი ქალის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ არა მარტო კიბოს დაწყებითი სტადია, არამედ კიბოსწინარე პროცესები და ფონური დაავადებები, რაც დროული, ეფექტური მკურნალობის შემთხვევაში შეამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს.

2 thoughts on “საშვილოსნოს ყელის კიბო – Power Point

  1. ძალიან აქტუალური თემაა,ვფიქრობ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქალებში,საინტერესოდ გაქვს წარმოდგენილი და დაინტერესებულ პირებს ძალიან დაეხმარება 🙂 წარმატებებს გისურვებ 🙂 :*

    1. მადლობააა 🙂 მე და ჩემს მეგობარს “სტუდენტთა ონკოლოგიურ კონფერენციაზე” გვქონდა თემები გატანილი და იქაც მოწონება დავიმსახურეთ 🙂 მიხარია შენც, თუ დაინტერესდი ამ თემატიკით 🙂

დატოვე კომენტარი