group of women stretching in gym

სომატიკა – “Making the impossible possible, the possible easy, and the easy elegant” ♥

უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი სტუდენტი, რომელსაც სურს მშობლიურ ენაზე წაიკითხოს და გაეცნოს მედიცინის დარგში რომელიმე თანამედროვე მეცნიერის ნამუშევარს ხშირად, ან ყოველთვის გაწბილებული რჩება, რადგან ქართულ ენაზე სამედიცინო ლიტერატურას თითქმის არ თარგმნიან. სამწუხაროა, რომ მხოლოდ რუსულის, ინგლისურის, ან სხვა უცხო ენის ცოდნის წყალობით შეგვიძლია გავეცნოთ და ვეზიაროთ მედიცინის მიღწევებს.

Томас Ханна – Соматика აღნიშნულმა წიგნმა ძალიან დამაინტერესა. ის რუსულ ენაზეა, მაგრამ იმისთვის, რომ თქვენშიც გამოვიწვიო ამ წიგნისადმი დიდი ინტერესი შევეცდები ქართულ ენაზე მოკლედ გაგაცნოთ, თუ რა საკითხებს მოიცავს ის.

ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი გახლავთ სფინქსის გამოცანა: „ვინ არის ის არსება, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი ხმა, მაგრამ თავიდან დადის ოთხ ფეხზე, შემდეგ ორზე და უფრო მოგვიანებით კი სამზე?“ ბერძნული მითოლოგიის თანახმად მხოლოდ ედიპმა გასცა სწორად პასუხი: „ეს ადამიანია. ის დახოხავს ოთხ ფეხზე ბავშვობაში, დადის ორ ფეხზე როცა ზრდასრულია და ეყრდნობა ჯოხს სიბერეში“.

ეს მოსაზრება პასუხობს სფინქსის კითხვას, მაგრამ ვერ ხსნის მეორე გამოცანას, რომელიც დამალულია პირველში: რატომ ხდება ისე, რომ ადამიანები რომლებმაც ისწავლეს გამართულად სიარული, კარგავენ ამ უნარს და ხშირად სიცოცხლის ბოლოს იძულებულნი ხდებიან დაეყრდნონ ჯოხს? „ეს ბუნებრივია, – ვამბობთ ჩვენ ყველა. – სიბერეს თავისთავად მივყავართ უმოძრაობისკენ და სახსრებში ტკივილისკენ. ასე იყო ჩვენს წელთ აღრიცხვამდე V საუკუნეში, როცა სოფოკლე წერდა სფინქსზე და ასე არის დღესაც. როცა ადამიანი ბერდება ის ხდება უძლური და ავადმყოფობს. სხვანაირად კი წარმოუდგენელია“.

მიუხედავად ამისა არავის არ შეუძლია ყველასთვის დამაჯერებლად ახსნას რატომ ხდება ასე. ჩნდება კითხვა: რა არის სინამდვილეში იმ ცვლილებების მიზეზი, რომლებიც თან ახლავს სიბერეს? რატომ არ შეუძლია მედიცინას, რომელიც გვიცავს ჩვენ ინფექციების და ორგანული დაავადებებისაგან, რომელმაც გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაგვიცვას მოძრაობისას შებოჭილობისაგან, ტკივილისაგან კუნთებში და სახსრებში? რატომ ვურიგდებით იმ ფაქტს, რომ გარკვეულ ასაკში, დავუშვათ 30 წლის შემდეგ, ჩვენი სხეული იწყებს ჭკნობას? მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საშუალო ასაკს ვართ მიღწეული!

საუკუნეების მანძილზე, მოყოლებული ძველბერძნული ეპოქის დროიდან ღემდე, ეს გამოცანა რჩებოდა ამოუხსნელი. ახლაც კი, XXI საუკუნეში, ჩვენ კიდევ ვიმყოფებით ამ მითის ზემოქმედების ქვეშ, რომ სიბერე – აუცილებლად გულისხმობს ჭკნობას. ახლა ჩვენ ვცოცხლობთ უფრო დიდხანს, მაგრამ არ ვცოცხლობთ უფრო უკეთ. ამდენი ხნის შემდეგ დადგა დრო შევცვალოთ ვითარება უკეთესობისკენ. თუ ჩვენ გავარკვევთ, თუ რატომ ვკარგავთ მოძრაობის უნარს, როცა საშუალო ასაკისთვისაც არ მიგვიღწევია, ჩვენ ვისწავლით მის დამარცხებას.

წიგნის ავტორის მიერ შექმნილმა სისტემამ, რომელიც დაფუძნებულია, როგორც სელეს, ასევე ფელდენკრაიზის ნაშრომებზე, მოიპოვა დიდი წარმატება სიბერის თანმხლებ პროცესებთან ბრძოლაში. გან სელე ამტკიცებს, რომ ფიზიოლოგიური დაავადებები შეიძლება გაჩნდეს ისეთი ფსიქოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიცაა მაგალითად სტრესი. ეს არის სომატიკური თვალთახედვა, რომლის თანახმად ყველაფერი რისი გადატანაც ჩვენ გვიწევს სიცოცხლის მანძილზე, არის სხეულის გამოცდილება. მოშე ფელდენკრაიზმა ამ თეორიაზე დაყრდნობით შეიმუშავა სხეულის გადამზადების მეთოდი – ფუნქციონალური ინტეგრაცია. ადამიანმა, რომელმაც დროთა განმავლობაში შეწყვიტა ოთხ ფეხზე ხოხვა და ისწავლა ორ ფეხზე სიარული, საერთოდაც არ არის აუცილებელი, რომ ასაკთან ერთად სანახევროდ, ან მთლიანად დაკარგოს მოძრაობის უნარი. სხვანაირად, რომ ვთქვათ სიბერის თანმხლები უძლურობა, რომელიც იგულისხმება მითში სიბერის შესახებ, საერთოდაც არ არის გარდაუვალი. მოძრაობის ფუნქციის დარღვევა შეიძლება არამარტო შევაჩეროთ, არამედ, ასევე სავსებით რეალურად შეგვიძლია აღვადგინოთ დაკარგული ფუნქციები.

ბევრ თაობაში გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ აქტიური მოძრაობის უნარს. ეს ფენომენი უკვე აღიარებულია ჰერონტოლოგების მიერ, რომლებმაც მას უწოდეს – წარმატებული დაბერება. სხვადასხვა ეპოქის ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა დიდხანს, აქტიურად მუშაობდა, აზროვნებდა და ქმნიდა სიცოცხლის ბოლომდე. სოფოკლემაც კი, რომელმაც მოგვითხრო სფინქსის გამოცანის შესახებ, თავისი ბოლო პიესა დაწერა 90 წლის ასაკში.

სინამდვილეში მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩვენი სენსომოტორული სისტემები რეაგირებენ ყოველდღიურ სტრესზე და ტრამვებზე სპეციალური კუნთების რეფლექსების მეშვეობით. ეს რეფლექსები ქმნიან მუდმივ დაჭიმულობას კუნთებში, რომელთა მოდუნება თვითნებურად აღარ შეგვიძლია. კუნთების ამგვარი შეკუმშვები ხდებიან იმდენად გაუცნობიერებელნი და ავტომატურები, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ უბრალოდ გვავიწყდება, თუ როგორ ვიმოძრაოთ თავისუფლად. შედეგად ჩნდება შებოჭილობა, ტკივილი და შეზღუდული მოძრაობები.

მეხსიერების ამგვარმა დაკარგვამ, რომელიც გახდა ჩვეული, მიიღო დასახელება – სენსომოტორული ამნეზია. ეს არის მეხსიერების დაკარგვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევიგრძნოთ კუნთების გარკვეული ჯგუფი და როგორ ვმართოთ ისინი. რადგან ეს ცვლილებები ხდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ჩვენ ეჭვიც კი არ გვიჩნდება მათზე, მიუხედავად ამისა ისინი ანადგურებენ ჩვენი მოძრაობის საფუძველს. სენსომოტორული ამნეზია ამცირებს ჩვენს წარმოდგენას იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ, რა შეგვიძლია შევიგრძნოთ და გავაკეთოთ. სწორედ სენსომოტორული მეხსიერების ასეთი დაკარგვა და მათი შედეგები გვაძლევენ ცრუ შეგრძნებებს იმაზე, რომ ჩვენ „ვბერდებით“.

სინამდვილეში სენსომოტორულ ამნეზიას არავითარი კავშირი არ აქვს სიბერესთან. ის შეიძლება გაჩნდეს და ჩნდება ნებისმიერ ასაკში, დაწყებული ბავშვობიდან. ტრამვას, ან სერიოზულ ქირურგიულ ჩარევას შეუძლია ახალგაზრდებში გამოიწვიოს კუნთების ისეთივე ქრონიკული შეკუმშვა, როგორსაც მოხუცებულობის ასაკში შეცდომით მიაკუთვნებენ სიბერის შედეგებს. ამის მაგალითი არის, დავუშვათ: ხერხემლის გამრუდება სქოლიოზის დროს, კოჭლობა, ან არადიაგნოსტირებული ქონიკული ტკივილები, რომლებიც რჩებიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

საჭიროა კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ, რომ სენსომოტორულ ამნეზიას შეიძლება თავი დავაღწიოთ. წიგნში განხილულია სენსომოტორული ამნეზიის 5 შემთხვევა, ასევე მოცემულია სომატიკური ვარჯიშები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევენ გადავაპროგრამოთ სენსომოტორული სისტემა. ხანშიშესულ ადამიანებს ამ ვარჯიშების მეშვეობით შეუძლიათ შემოაბრუნონ პროცესი, რომელმაც მიიყვანა ისინი შებოჭილობასთან და ტკივილთან მოძრაობისას, ასევე ვარჯიშები შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ფიზიკური სწავლების მეთოდი ახალგაზრდებში. ისინი დაგვეხმარებიან გავაცნობიეროთ, თუ როგორ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან ჩვენი გონება და სხეული, რამდენად წარმატებულად შეგვიძლია გავაკონტროლოთ ცხოვრების ყველა ასპექტი და ამასთანავე, როგორ პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე.

ამ წიგნის არსი ნაწილობრივ იმაში მდგომარეობს, რომ სფინქსის გამოცანაზე ედიპის პასუხი იყო მცდარი. ეს მითია. ამასთანავე თქვენთვის ეს აზრი უფრო უკეთ გასაგები გახდება მას შემდეგ, როცა დაწვრილებით გაეცნობით სენსომოტორულ ამნეზიას და მის მიზეზებს.

წიგნში ასევე განხილულია, რომ ინგლისური სიტყვა „old“ (მოხუცი) წარმოიშვა ლათინური და ძველბერძნული ფორმიდან „alt“. მას აქვს ერთი გასაოცარი მნიშვნელობა – „კვება“, ან „გაზრდა“. უფრო ფართო გაგებით ეს სიტყვა ასევე გულისხმობს „განმტკიცებას, წინსვლას“, ანუ ის აღნიშნავს ზრდის და ჩაღრმავების პროცესს. საინტერესოა, რომ ეტიმოლოგიის თვალსაზრისით სიტყვას „old“, ასევე „growing old“ მიენიჭა სულ სხვა, საპირისპირო მნიშვნელობა თავდაპირველ გაგებასთან შედარებით და გულისხმობს „განადგურებას“, „ჭკნობას“, „დაცემას“, „უვარგისობას“.

ანუ, როდესაც ჩვენ ვუძებნით მნიშვნელობას სიტყვას „age“, აღმოვაჩენთ მის ორგვაროვნებას, რადგან ის შეიძლება აღნიშნავდეს, როგორც „ზრდას სიმაღალეში და სიღრმეში“, ასევე „განადგურებას, გაცვეთას“. აქედან გამომდინარეობს, რომ ადამიანის ცხოვრების გზა არ არის გაწერილი წინასწარ და ნებისმიერ მომენტში შეიძლება იყოს შეცვლილი.

ამ სიტყვის ორგვაროვნება ასახავს ადამიანის ორგვარ წარმოდგენას სიბერეზე. ცხოვრება შეიძლება განვავითაროთ ზრდის და განმტკიცების მიმართულებით, მაგრამ მან ასევე შეიძლება მიგვიყვანოს ნგრევამდე და განადგურებამდე.

იმ დროს როცა ჩვენ ვხდებით ასაკით უფროსი, ჩვენი სხეულის მდგომარეობა და შესაბამისად ჩვენი ცხოვრებაც უნდა უმჯობესდებოდეს სიცოცხლის ბოლომდე. ავტორს ჯერა, რომ სულის სიღრმეში ყველა ჩვენთაგანი გრძნობს, რომ ცხოვრებისადმი დამოკიდებულება მართლაც ასეთი უნდა იყოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s