SINUSCLOSE-UP

ბალონური სინუსოპლასტიკა

ბალონური სინუსოპლასტიკა ეწოდება სინუსიტის ქირურგიული მკურნალობის მცირედ ინვაზიურ, ატრამვულ მეთოდს, რომელიც ეფუძნება სპეციალური ბალონური კათეტერით წიაღის ბუნებრივი გასავლის გაფართოებას.

ოპერაცია მიმდინარეობს შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ენდოსკოპიური მეთვალყურეობის ქვეშ, სპეციალური გამტარი კათეტერის დახმარებით, ბალონური სინუსოპლასტიკისათვის სისტემა შეყავთ საოპერაციო წიაღის ბუნებრივ გასავლამდე;
  • გამტარის საშუალებით ახორციელებენ წიაღის ზონდირებას, რომელსაც დისტალურ ბოლოში გააჩნია მანათობელი ლინზა, რაც ქირურგს საშუალებას აძლევს ნათლად დაადგინოს გამტარის დაბოლოების ადგილმდებარეობა;
  • წიაღის ბუნებრივი გასავლის მიდამოში, გამტარში იდგმება მოქნილი ბალონური კათეტერი;
  • ბალონი იბერება 3-5 წამით; ამავდროულად ფართოვდება დაბლოკილი, ან შევიწროებული გასავალი, რაც უზრუნველყოფს დაზიანებული წიაღის ადექვატურ აერაციას და დრენაჟს;
  • ბალონის გაბერვის და წიაღიდან ინსტრუმენტის მოცილების შემდეგ, წიაღი მისაწვდომი ხდება სამკურნალო ნივთიერებების მოსაფრქვევად.

ცხვირის დანამატი წიაღების ფუნქციონალური ენდოსკოპიის ჩვეულ მეთოდებთან შედარებით ბალონური სინუსოპლასტიკა:

  1. ნაკლებად ტრამვულია;
  2. საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ წიაღის ბუნებრივი ანატომიური შენება;
  3. ამცირებს ლორწოვანი გარსის დაზიანების რისკს და წიაღს უნარჩუნებს ფუნქციას;
  4. ამცირებს ინტრა და პოსტოპერაციული გართულებების ალბათობას;
  5. ოპერაციის მიმდინარეობისას დაკარგული სისხლის რაოდენობა უმნიშვნელოა;
  6. ბალონური სინუსოპლასტიკის დროს გამოჯანსაღების პერიოდი შეადგენს 24-სთ, მაშინ როდესაც სხვა მეთოების დროს გრძელდება 3-5 დღემდე;
  7. ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულად და საჭიროებს მხოლოდ ადგილობრივ ანესთეზიას;
  8. ბალონური სინუსოპლასტიკის ტექნოლოგია წარმოადგენს კლინიკურად ეფექტურ და უსაფრთხო მეთოდს, მათ შორის პედიატრიულ პრაქტიკაშიც.

სამწუხაროდ, საქართველოში ბალონური სინუსოპლასტიკა არ ტარდება.

2 thoughts on “ბალონური სინუსოპლასტიკა

  1. ძალიან კარგი იქნება ბალონური დილატაცია საქართველოშიც თუ მალე დაინერგება🙂

    1. გეთანხმები🙂 ყველაზე მცირედ ინვაზიური და ატრავმული მეთოდია და ძალიან გააუმჯობესებდა ქირურგიული მკურნალობის ეფექტურობას🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s