HP-PIC-lady-skin

კონტაგიოზური მოლუსკი – PowerPoint

კონტაგიოზური მოლუსკი (molluscum contagiosum) – არის პოქსვირუსებით გამოწვეული კანის, ვირუსული ინფექცია, რომელიც ვლინდება სპეციფიკური, უმტკივნეულო გამონაყარით, პაპულების სახით, დიამეტრით 2-დან 10 მმ-მდე. დაავადების სახელწოდება არ არის დაკავშირებული მოლუსკის პარაზიტულ ბუნებასთან, არამედ გამომდინარეობს პათოლოგიური შიგთავსის მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად მასში მრგვალი ფორმის, მოლუსკისმაგვარი სხეულაკის გამოვლენით.

დაავადების გამომწვევი – molluscum contagiosum virus (MCV)
კონტაგიოზური მოლუსკის ვირუსი არსებობს 4-ფორმის სახით (MCV-1, MCV-2, MCV-3, MCV-4). ყველაზე ხშირია კონტაგიოზური მოლუსკის მე-2 ტიპი, რომელიც გვხვდება მოზრდილებში და გადაეცემა ძირითადად სქესობრივი გზით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე.

გამომწვევი ვირუსი პათოგენურია მხოლოდ ადამიანისათვის. ავადდებიან, როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები. ბავშვებში დასნებოვნება ხდება პირდაპირი კონტაქტით, ან საერთო სარგებლობის საგნებიდან; მოზრდილებში სქესობრივი კონტაქტის შედეგად – გენიტალური კონტაგიოზური მოლუსკი; კონტაგიოზური მოლუსკი ხშირად ვითარდება იმუნოდეფიციტური მდგომარეობის, აივ-ინფექციის დროს. მაგალითად: ამერიკაში აივ-ინფიცირებულთა დაახლოებით 20% დაავადებულია კონტაგიოზური მოლუსკით. დაავადების განვითარების რისკს ზრდის, აგრეთვე ციტოსტატიკებითა და ჰორმონალური პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობა.

კონტაგიოზური მოლუსკის დროს:

  • კანზე ჩნდება ერთეული ან მრავლობითი მკვირივი ცვილისებრი, ან მოვარდისფრო უმტკივნეული პაპულა, რომელიც შეიცავს კაზეოზურ შიგთავსს;
  • კვანძების სიდიდე მერყეობს ქინძისთავის ზომიდან მუხუდოს ზომამდე; აქვს ნახევარსფეროს ფორმა, ცეტრში ჭიპისებრი ჩაღრმავებით;
  • კვანძებზე ზეწოლისას ცენტრალური ჩაღრმავებიდან გამოედინება თეთრი მასა;
  • განლაგებულია სახეზე – აივ ინფიცირებულებში, კისერზე და ტანზე – ბავშვებში, ხოლო მოზრდილებში – სასქესო ორგანოებსა და მეზობელ მიდამოებში.

კონტაგიოზური მოლუსკის დიაგნოსტირება ხდება კლინიკური ნიშნების და ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე, კერძოდ კალიუმის ჰიდროქსიდით ფართო ნათელი უჯრედების გროვების აღმოჩენით.

  • ნორმალური იმუნიტეტის მქონე ადამიანში გამონაყარი ძირითადად ქრება დამოუკიდებლად, თუმცა გამოჯანმრთელების პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან 2-წლამდე;
  • კონტაგიოზური მოლუსკის ვირუსი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდეს არააქტიურ მდგომარეობაში და ორგანიზმის იმუნური ძალების დასუსტების შემთხვევაში განვითარდეს რეციდივი. ამიტომ საჭიროა იმუნოსტიმულატორების დანიშვნა, რაც გაზრდის ინფექციის მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგისუნარიანობას და შეამცირებს რეციდივის განვითარების ალბათობას;
  • დაავადების გენერალიზებული ფორმის დროს ინიშნება ანტივირუსული საშუალებები;
  • ყველაზე თანამედროვე მეთოდათ ითვლება კონტაგიოზური მოლუსკის მოშორება ლაზერის, ან რადიოტალღური სკალპერის საშუალებით. მოშორება ხდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. რადიოტალღური სკალპერი კი არ წვავს, არამედ ჭრის მოლუსკებს, ინარჩუნებს რა მათ შემდგომი ჰისტოლოგიური გამოკვლევისათვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s