diabetes_illus250x031

შაქრიანი დიაბეტი და ორსულობა – PowerPoint

შაქრიანი დიაბეტი არის ნივთიერებათა ცვლის დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ჰიპერგლიკემიით ინსულინის სეკრეციის, ან მოქმედების ეფექტურობის დარღვევის გამო.

ინსულინი გამომუშავდება კუჭქვეშა ჯირკვლის ლანგერჰანსის კუნძულების β-უჯრედებით. ინსულინის ძირითადი სამიზნე ორგანოებია: ღვიძლი, ცხიმოვანი ქსოვილი და კუნთები. მისი ძირითადი ფიზიოლოგიური ეფექტებია ინსულინდამოკიდებული ქსოვილების უჯრედების მემბრანების გავლით გლუკოზის გადატანის სტიმულაცია. ინსულინის ყველა მოქმედება მიმართულია გლუკოზის უტილიზაციისკენ, რაც იწვევს სისხლში მისი დონის დაქვეითებას.

შაქრიანი დიაბეტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა – ეფუძნება სისხლში გლუკოზის განსაზღვრას.

ეტიოლოგიური კლასიფიკაცია გამოყოფს შაქრიანი დიაბეტის 4ძირითად კლინიკურ კლასს:

  • შაქრიანი დიაბეტი 1ტიპი;
  • შაქრიანი დიაბეტი 2ტიპი;
  • სხვა სპეციფიკური ტიპის დიაბეტი;
  • გესტაციური (ტრანზიტორული) შაქრიანი დიაბეტი;

რას გულისხმობს დიაბეტიანი ქალისთვის ორსულობის დაგეგმვა და რომელია დიაბეტის დროს ორსულობის დაგეგმვის უკუჩვენებები?

დიაბეტიანი ქალისთვის ორსულობის დაგეგმვა ნიშნავს ორსულობის დადგომას კომპენსირებული დიაბეტის ფონზე გვიანდელი გართულებების, ან თანმხლები დაავადებების გარეშე. ორსულობის დაგეგმვის უკუჩვენებებია: მძიმე ნეფროპათია პროგრესირებადი თირკმლის უკმარისობით, მძიმე გულის იშემიური დაავადებით; მძიმე პროლიფერაციული რეტინოპათია, რომელიც არ ექვემდებარება კორექციას; კეტოაციდოზი ორსულობის ადრეულ ვადებზე (კეტონური სხეულები ტერატოგენული ფაქტორებია). ყველა დანარჩენ შემთხვევაში დიაბეტიანი მომავალი დედისა და მისი შვილის ჯანმრთელობის პროგნოზი სავსებით კეთილსაიმედოა.

გესტაციური შაქრიანი დიაბეტი – ეს არის ორსულობის დროს განვითარებული გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, რომელიც ქრება შობიარობის შემდგომ. თუმცა, ქალების 50%-ზე მეტში, რომლებსაც ორსულობის დროს გამოუვლინდათ გესტაციური შაქრიანი დიაბეტი, მომდევნო 15 წლის განმავლობაში გამოვლინდება შაქრიანი დიაბეტი 2 ტიპი.

დამატებით ინფორმაციას გაეცანით Slide-ში.

2 thoughts on “შაქრიანი დიაბეტი და ორსულობა – PowerPoint

  1. ძალიან მომეწონა, საინტერესოდ გაქვს განხილული🙂 წარმატებები🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s