breastfeeding

ახალშობილის ბუნებრივი კვების უპირატესობანი

კვება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ, ფსიქომოტორულ განვითარებაზე და ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების ჩამოყალიბებაზე. განსაკუთრებით დიდია კვების როლი 1 წლამდე ასაკში, როდესაც მიმდინარეობს ორგანიზმის ინტენსიური ზრდა, ორგანოებისა და სისტემების ფუნქციური სრულყოფა, ინტელექტის განვითარება.

ქალის რძე წარმოადგენს უნივერსალურ და განუმეორებელ საკვებს ჩვილი ბავშვისთვის. იგი ბუნებრივი ნაერთია და მისი შემადგენლობა მუდმივად იცვლება ბავშვის ზრდის პროცესში, მისი ასაკობრივი მოთხოვნების შესაბამისად. მასში შემავალი ნივთიერებები ადვილად მოსანელებელია და მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის კვებით მოთხოვნილებას.

რძის სეკრეცია რთული ნერვულ-რეფლექტორული და ჰორმონალური პროცესების ურთიერთქმედების შედეგია. ორსულობის პერიოდში ლაქტაცია ითრგუნება სტეროიდული ჰორმონებით, რომელსაც პლაცენტა გამოიმუშავებს. მშობიარობის შემდეგ კი მათი დონე მკვეთრად ეცემა პროლაქტინის მაღალი კონცენტრაციის ფონზე. პროლაქტინი არის ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონი, რომელიც ახდენს სარძევე ჯირკვლის მიერ რძის წარმოქმნის სტიმულაციას. წოვის პროცესის შედეგად ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონის – ოქსიტოცინის პროდუქცია იწვევს რძის გამომტანი სადინარების კედლის გასწვრივ არსებული მიოეპითელური უჯრედების შეკუმშვას და ხელს უწყობს სადინარებიდან რძის გამოდევნას.

  • წოვა ლაქტაციის საუკეთესო გამღიზიანებელია; ხელს უყობს საშვილოსნოს შეკუმშვას და იცავს ქალს მშობიარობის შემდგომი სისხლდენისგან;
  • ექსკლუზიური ძუძუთი კვების შემთხვევაში ვითარდება ლაქტაციური ამენორეა;
  • დადგენილია, რომ ძუძუს წოვა იცავს ქალს სარძევე ჯირკვლების კიბოთი დაავადებისაგან;
  • წოვის დროს კუნთების მუშაობა ხელს უწყობს ახალშობილის სახის ძვლების განვითარებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში სწორი თანკბილვისა და მეტყველებისთვის;
  • ფიზიკურ განვითარებასთან ერთად ქალის რძე ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s