bg

ძველად მედიცინაში…

საინტერესოა, ყოველთვის იცოდა ადამიანმა ნერვული სისტემის მნიშვნელობა? მისი როლი ორგანიზმის განვითარებაში, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში? ყოველთვის აცნობიერებდნენ, რომ ადამიანის პიროვნული თავისებურება, სულიერი მდგომარეობა, ცნობიერება და გარე სამყაროს აღქმა, შესაძლებლობა რომ იგრძნოს და იმოქმედოს დამოკიდებულია ნერვული სისტემის, საკუთრივ თავის ტვინის ფუნქციურ მდგომარეობაზე? საერთოდაც არა!

  • ძველ საბერძნეთში გრძნობას და გონებას უკავშირებდნენ უპირატესად გულის, ღვიძლის და დიაფრაგმის ფუნქციურ მდგომარეობას. ძველი ბერძენი ისტორიკოსის – გეროდოტეს ჩანაწერების მიხედვით ეგვიპტელები თავის ტვინს განიხილავდნენ, როგორც გაციების შედეგად ცხვირის ღრუში გამოყოფილი სეკრეტით შექმნილ მასას.
  • ხანგრძლივი დროის განმავლობაში მრავალი ფილოსოფოსი ვარაუდობდა, რომ წამყვანი როლი ადამიანის ფსიქიკური აქტივობის უზრუნველყოფაში ეკავა გულს. შექსპირი, პიესაში „სამი ვერონელი“ ერთ-ერთი გმირის სახელით კითხულობს: „მითხარი, საიდან იღებს ოცნება სათავეს? ტვინო, გულმა მიანიჭა მას სიცოცხლე?“
  • თანამედროვე დროშიც კი, როცა ჩვენ გვსურს შევაფასოთ ადამიანის პიროვნული თვისებები, ხშირად ვახასიათებთ მას, როგორც უგულოს, ან გულისხმიერს, ვიყენებთ ისეთ გამონათქვამს, როგორიცაა „მთელი გულით“, „მომეშვა გულზე“ და ა.შ. ასე რომ, ნერვული სისტემის შესწავლის ზოგიერთმა ისტორიულმა ფაქტმა, გადატანითი მნიშვნელობით ასახვა ჩვენს ლექსიკაშიც ჰპოვა.

თქვენც ხომ არ ფლობთ მსგავს ინფორმაციას?❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s