ct촬영_3

X-Rays

გთავაზობთ, მოკლედ განვიხილოთ რენტგენოლოგიური გამოსახულების მიღების პროცესი გულმკერდის მაგალითზე და შეძენილი ინფორმაციის საფუძველზე ამოვიცნოთ რენტგენის ფირზე ასახული პათოლოგია.

რენტგენოდიაგნოსტიკა შესაძლებლობას იძლევა ადამიანის სხეულის ცალკეულ ანატომიურ არეში სხივების გატარებით მივიღოთ სასურველი მიდამოს რენტგენოლოგიური გამოსახულება, რომელზეც აისახება როგორც ანატომიურ-ტოპოგრაფიული, ისე ფუნქციური თავისებურებები. ადამიანის ორგანოები და ქსოვილები, რომელშიც უნდა შეაღწიოს რენტგენის სხივებმა, არ არიან ერთგვაროვანი შემადგენლობის. ისინი ძირითადად შედგებიან ჰაერისაგან, წყლისაგან, ცხიმოვანი, რბილი და ძვლოვანი ქსოვილებისაგან. რენტგენის სხივების შეღწევადობაც მათში სხვადასხვაა. პირველ ადგილზეა ჰაერი, რომელიც ყველაზე ნაკლებად აკავებს რენტგენის სხივებს, შემდეგ ცხიმოვანი ქსოვილი, წყალი, რბილი ქსოვილი და ბოლოს, ძვლოვანი ქსოვილი. აქედან გამომდინარე, რენტგენის სხივების კონა ცალკეული ანატომიური არის გავლისას სხვადასხვა დონით შეკავდება და გამოსახულება რენტგენის ფირზე მიიღება სხვადასხვა ინტენსივობის დაჩრდილული და განათებული უბნების სახით.

როდესაც ლაპარაკია დაჩრდილულ და განათებულ არეებზე, ყურადღება უნდა მივაქციოთ რენტგენოდიაგნოსტიკაში დამკვიდრებულ ერთ ტერმინოლოგიურ შეუსაბამობას: საქმე ის არის, რომ რენტგენის ფირზე მიღებულ ნათელ უბნებს ჩრდილი ეწოდება, ხოლო გაშავებულ ადგილებს განათებული.

გავარჩიოთ წარმოდგენილი რენტგენოგრამა და შესაბამისად ავხსნათ სურათზე განათებული და დაჩრდილული ნაწილები.

  • სურათზე მოცემულია გულმკერდის ღრუში შემავალი ორგანოების და ანატომიური წარმონაქმნების რენტგენოლოგიური გამოსახულება. რენტგენოგრამის როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ აღინიშნება საკმაოდ დიდი მოცულობის ნათელი ველები, რაც ფილტვების რენტგენოლოგიური გამოსახულებაა და ფილტვის ველი ეწოდება. ვინაიდან ფილტვის ქსოვილის მოცულობის ერთეულში ჰაერის რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ქსოვილებისას, რენტგენის სხივები თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გააღწევს რენტგენის ფირამდე და გამოიხატება შავ ფერად (რასაც პირობითად ნათელ ფერს ვუწოდებთ).
  • მარჯვენა და მარცხენა ფილტვის ნათელ ველებს შორის მოქცეულია ინტენსიური ჩრდილი (რენტგენოგრამაზე თეთრ ფერად გამოსახული) ე.წ. შუა ჩრდილი, რომელიც გულის, აორტის, ფილტვის არტერიის, გულმკერდის მალებისა და მკერდის ძვლის შეჯამებული გამოსახულებაა.
  • ვინაიდან ძვლოვანი ქსოვილი რენტგენის სხივებს ყველა ქსოვილზე მეტად აკავებს, ამიტომ გულმკერდის რენტგენოგრამაზე გამჭვირვალე ფილტვის ველების ფონზე რელიეფურად მოჩანს გულმკერდის ჩონჩხი: ნეკნების წინა და უკანა მონაკვეთები, ლავიწები და ზოგი მალა. ფილტვის ველების ქვედა საზღვარი მკვეთრად არის შემოსაზღვრული დიაფრაგმის გუმბათებით.

სხვადასხვა ორგანოს განსხვავებული ფიზიკური თვისებები და ქიმიური შემადგენლობა ორგანოების ბუნებრივ კონტრასტულობას ქმნის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s