antibioticsegg

ანტიბიოტიკო რეზისტენტობა

1928 წელს, ალექსანდრე ფლემინგმა პირველი β-ლაქტამ ანტიბიოტიკის აღმოჩენით მედიცინაში რევოლუცია მოახდინა. ფასდაუდებელია პენიცილინის დამსახურება კაცობრიობის წინაშე. სწორედ მისი შექმნით დაიწყო ანტიბიოტიკების „ოქროს ხანა“, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მაგრამ ისიც ვიცით, რომ მედალს ორი მხარე აქვს. დღეს-დღეობით ანტიბიოტიკო რეზისტენტობა სამედიცინო და სოციალური მნიშვნელობის გლობალური პრობლემა გახლავთ.

ბუნებრივი რეზისტენტობა მიკროორგანიზმის მუდმივი სახეობრივი ნიშანია. მთავარი საფრთხე კი შეძენილ რეზისტენტობაში მდგომარეობს, რაც მედიკამენტს კლინიკურად გამოუსადეგარს ხდის. ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენების ფონზე სელექციის პროცესში იღუპებიან მგრძნობიარე მიკროორგანიზმები, რეზისტენტულები კი ნარჩუნდებიან,  რაც იწვევს ინფექციური პროცესის ქრონიზაციას. ასევე, აპროვოცირებს აუტოიმუნური და ალერგიული რეაქციების, ზოგჯერ კი სიმსივნის განვითარებასაც. შედეგად, იზრდება სამედიცინო მომსახურების ხარჯები და რაც მთავარია, ლეტალობის მაჩვენებელი.

ანტიბიოტიკო რეზისტენტობასთან დაკავშირებული საფრთხეების აღნიშნული ჩამონათვალი კი ეჭვგარეშე ტოვებს ამ პრობლემის გლობალურ მნიშვნელობას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s